დონალდ ტრამპის საქმე დროებით შეჩერდა
ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო ჩარევის ფედერალური საქმე დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ტანია ჩატკანმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ამერიკის უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საკითხს არ განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეთქმულებით შეცვლის საქმეზე საპრეზიდენტო იმუნიტეტით სარგებლობს, რადგან იმ პერიოდში ის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამ პოზიციას არ იზიარებს არჩევნების ჩარევის საქმეზე დანიშნული სპეციალური პროკურორი, რომელმაც ამერიკის უზენაეს სასამართლოს იმუნიტეტის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდა.
