ისრაელს დღეს ჯეიკ სალივანი ესტუმრება
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი, თელ-ავივში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე ისრაელის პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ამერიკელი მაღალჩინოსნის ისრაელში ვიზიტი, ჯო ბაიდენის მხრიდან ისრაელის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადების ფონზე წარიმართება.
