ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინებზე თეა წულუკიანმა ისაუბრა
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინებზე ისაუბრა ვიცე პრემიერმა და კულტურის მინისტრმა გადაცემა “იმედი ლაივში”. თეა წულუკიანის თქმით, თეორიულადაც კი არ არსებობს შანსი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღოს.
