ვითარება ღაზის სექტორში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ანკლავში საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი, 50 ათასს აღემატება.
