ნიდერლანდებმა შესაძლოა კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს
უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ნიდერლანდებმა, შესაძლოა კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა გეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამაც ბოლო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა შეამციროს.
