ბაიდენის მოწოდება რესპუბლიკელებს
ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რესპუბლიკელებს, უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი დაამტკიცონ. „წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს სურთ არდადეგებზე ისე გავიდნენ, რომ უკრაინისა და ისრაელის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაფინანსებას მხარი არ დაუჭირონ. ისინი ჯერ ამბობენ, რომ ჩვენს საზღვრებზე კრიზისია, შემდეგ კი აცხადებენ, რომ სამი კვირით დაისვენებენ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და რესპუბლიკელებმა თავიანთი საქმე უნდა გააკეთონ კონგრესში“-აცხადებს ბაიდენი. მანამდე რესპუბლიკელთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის მიღება მომავალ წლამდე ვერ მოხერხდება და პრეზიდენტ ბაიდენს ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.
