არაელექტრონული პირადობის მოწმობები
ე.წ ლამინირებული პირადობების გაუქმების საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს. 2024 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეების ის არაელექტრონული პირადობები გაუქმდება , რომელიც 2011 წლის ივლისამდეა გაცემული . აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე, სანაცვლოდ გაცემულ ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას . აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.
