ოთარ შამუგია აშშ-ის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, ბაზრების დივერსიფიკაცია და სასურსათო უსაფრთხოება.