"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკომისიამ მიიღო
ბრიუსელის მიერ მთავრობის გაწეული სამუშაოს აღიარების ოპოზიციისთვის გამოწვევად იქცა მათ მიერ რუსულ კანონად წოდებული ინიციატივაც. უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ საკონონმდებლო ინიციატივის მწვავე კრიტიკას პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი დრო და ენერგია მოანდომეს, ახლა იდენტური მოთხოვნა ევროკავშირს აქვს, ჯერჯერობით საკუთარ ფარგლებში. პაკეტი ბრიუსელში დემოკრატიის დაცვის სახელით წარადგინეს. არ არის გამორიცხული, ქართული ოპოზიციისთვის რუსული იდეა მალე ევროპის დირექტივად იქცეს, ვინაიდან ბრიუსელი სტანდარტების ჩამოყალიბებას არა მხოლოდ ევროკავშირში, გლობალურ დონეზეც ცდილობს.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები