"თბილისი - ევროპული ქალაქი"
თბილისი ევროპული ქალაქი - საახალწლო სლოგანსა და ღონისძიებებზე თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ ისაუბრა. დედაქალაქის მერმა, მოსახლეობა 15 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებაზე მიიწვია. დაგეგმილია კონცერტიც. „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება.
