ევროკომისიის "დემოკრატიის დაცვის პაკეტი"
ქართული ოპოზიციის მიერ რუსულად წოდებული კანონი ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომლის მიზანია უცხოური ჩარევის საფრთხეს მეტი გამჭვირვალობით გაუმკლავდეს. საუბარია გამჭვირვალობის რეესტრში იმ სუბიექტების რეგისტრაციაზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ. ევროკომისიის განცხადებით, დროა ფარული უცხოური გავლენა გამოააშკარავონ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა უნგრეთის პარლამენტმა. ოპოზიციაში ევროპარლამენტის მიერ იმ კანონის მიღებაში, რომელსაც თავად რუსულს უწოდებდნენ, პრობლემას ვერ ხედავენ. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებული კამპანია სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
