პრემიერ-მინისტრის წერილი
პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერებს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. მთავრობის მეთაური ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ კვირაში სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.
