საწვავის ფასი
კონკურენციის სააგენტო საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ვითარება საწვავის ბაზარზე სტაბილურია და უახლოეს მომავალში მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან. მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ტარიფები, საერთაშორისო ბაზარის სტანდარტებთან, სრულ შესაბამისობაშია.