ბათუმში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლადგარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. ბათუმში, ერთიანი მომსახურების ცენტის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. დღეიდან მოქალაქეები, 50-მდე საპოლიციო მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. მსგავსი ცენტრი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში უკვე ფუნქციონირებს და სამომავლოდ, სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.
