ზოგადი განათლების რეფორმა
პირველად 20 წლის შემდეგ, განათლების ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდება. სისტემის ძირეული ცვლილებები სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეს ეხება. მთავარი ამოცანა, ტრადიციულ ღირებულებებზე თანამედროვე მოქალაქის აღზრდა და პედაგოგის ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფაა. სრულად იცვლება როგორც ამოცანა, ისე სასწავლო ლიტერატურა. ასევე მასწავლებლების გადამზადების პრაქტიკა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ სავალდებულო მხოლოდ იმ პროგრამაში მონაწილეობა უნდა იყოს, რაც რეალურ პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. მასშტაბური და ისტორიული რეფორმის პრეზენტაცია, პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა წარადგინეს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
