ირაკლი კობახიძის კომენტარი
ირაკლი კობახიძე კეზერაშვილის ტელევიზიის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და დენდროლოგიური პარკის დისკრედიტაციის მცდელობას, თავხედობას უწოდებს. მისივე თქმით, პარკი, რომელსაც 10 მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს, უნიკალური პროექტია და რეგიონში, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც, ასეთი ლოკაციები იშვიათია.
