საწვავის ფასი
კონკურენციის სააგენტო საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ვითარება საავტომობილო საწვავის ბაზარზე არის სტაბილური და უახლოეს მომავალში მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ტარიფები საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.