NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა
NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული კვლევისთვის საველე სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიას არ ენდობა, აღნიშნული კვლევა მისი სიტყვებით მაინც ადასტურებს, რომ ქართველი მოსახლეობის უმეტესობა, მხარს უჭერს ქართულ ოცნებას.
