თბილისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორისა“ და მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება
თბილისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორისა“ და მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. ის, რომ თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და სამი თვით გადაიწია, არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
