„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეოთხე ეპიზოდი 22:00 საათზე დაიწყება
დღეს “იმედზე” ტრადიციულად მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 22:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ეპიზოდში ერთმანეთს შვიდი ვარსკვლავური წყვილი შეეჯიბრება, ერთ-ერთი მათგანი კი პროექტს დატოვებს. გასულ ტურში მეგაშოუს არსენ გვენეტაძე გაეთიშა. იმისთვის, რომ თქვენი ფავორიტი პროექტს მიღმა არ აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია აქტიური მხარდაჭერა.
