კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“ გრძელდება
მაყურებელმა რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ნახა, რის შემდეგაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია, ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.
