ჟურნალისტს, ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ჟურნალისტს, ჩვენს კოლეგას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ია თინიკაშვილს თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. სჭირდება დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.