ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰამასის მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეში ათობით ტერორისტმა იარაღი დაყარა. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჰამასის სრულ დამარცხებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, თუმცა დაჯგუფების აღსასრული დაწყებულია. ჰამასი კი ისრაელს ემუქრება, რომ ღაზის სექტორს ისრაელიდან გატაცებული არცერთი მძევალი არ დატოვებს, ვიდრე ისრაელის ხელისუფლება ტყვეთა გაცვლის შესახებ დაჯგუფების ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
