ზელენკსი ბაიდენს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს პირისპირ 12 დეკემბერს შეხვდება. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტს ზელინსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას. მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მისაღებად საკუთარი ქვეყნის ლობირებას ეცდება. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესმენებსაც შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი კონგრესში მიმდინარე განხეთქილებას ემთხვევა. რესპუბლიკელი სენატორები უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების პაკეტს მხარს არ უჭერენ.
