თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და აიტი ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას განიხილავენ. წლევანდელ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.
