სტიქია ირლანდიაში
ტორნადოს გამო ირლანდიის სოფელი ლეიტრიმი გარესამყაროსგან მოწყვეტილია. ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მანქანები და ნავები კი დააზიანა. სოფლისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია. მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ქარისა და ელჭექის შესახებ ისევ აფრთხილებენ.
