ჯანმოს რეზოლუცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ, ღაზაში სიცოცხლისათვის აუცილებელი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ომის კანონების პატივისცემის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ აუცილებელია, შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ სრულად შეასრულოს მათზე მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასთან.
