კრივის აკადემია
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ლიდერ სპორტ არენაზე ახალი კრივის აკადემია გაიხსნა. აკადემიაში, ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. ეს დარბაზი „ლიდერ სპორტ არენაზე“ უკვე მერვე სპორტული ობიექტია, სამომავლოდ კი სპორტ კომპლექსში კიდევ 4 ახალი სპორტული ცენტრის გახსნა იგეგმება.