გატაცება ფონიჭალაში
ცოლად შერთვის მიზნით ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას სახლში რამდენიმე მამაკაცი შეიჭრა და არასრულწლოვანი მანქანით გაიტაცა. გატაცებულის ოჯახის წევრები ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული 16 წლისაა. მიმდინარეობს გამოძიება. ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
