ევროპალია-საქართველო
ფესტივალზე „ევროპალია საქართველო“ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის, „ამარეს“, ორგანიზებით, ახალ ეკლესიაში ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ქართველი მუსიკოსების სანდრო გეგეჭკორისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მუსიკოსებმა ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორებისა და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
