ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს
ცოლად შერთვის მიზნით, ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას სახლში რამდენიმე მამაკაცი შეიჭრა და არასრულწლოვანი მანქანით გაიტაცა. გატაცებულის ოჯახის წევრები ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
