„ქრონიკა“ ისრაელიდან
„ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ-ავივში აქციაზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის 7-დღიანი პაუზის დროს დაჯგუფებამ, დაახლოებით, 100 მძევალი გაათავისუფლა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი მძევალი.
