საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდება 2022-23 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.
