ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღე
75 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია.
