კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“
„საბოლოო ჯამში, დავით კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ანგრევს და 2024 წლის არჩევნები იქნება მათთვის ბოლო არჩევნები“,- ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მიხელ სააკაშვილის მითი გაქარწყლებულია, კეზერაშვილმა კი მას პარტია წაართვა. „ხალხის ძალის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ასე პარტიამ შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.
