ბერულავა-მეტელკინა წყვილი გრან პრის ფინალის გამარჯვებულია
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის ფინალის გამარჯვებულია. ქართულმა დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 131 ქულა დააგროვა და სპორტულ წყვილებში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ორივე პროგრამის ჯამში კი 202 ქულით მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.
