შავი ლომი 10:15 გლოსტერი
„ჩელენჯ ქაფზე“ „შავმა ლომმა“ ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა და „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა. ინგლისის კლუბმა ლელო ვერ დადო, მაგრამ გამარჯვებისთვის ჯორჯ ბარტონის 5 ჯარიმა საკმარისი გამოდგა. პირველი ქართული ფრანჩაიზის რიგებში ყველა ქულა ლუკა მატკავას აქტივშია, რომელმაც თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა.ლევან მაისაშვილის გუნდი მეორე ტურში 15 დეკემბერს, სტუმრად „სკარლეტს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი მატჩი „კლერ მონთან“ წააგო.
