კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენდერული თანასწორობის მუდმივ მოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქალთა მიმართ ძალადობას, ადრეულ ასაკში ქორწინებას, კიბერ დანაშაულსა და მისი პრევენციის გზებს. შეხვედრას ნინო წილოსანი და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
