ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს. ღაზაში მცხოვრები 10 ადამიანიდან 9 ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს. გაეროს პროგრამის წარმომადგენლის ცნობით, ღაზის სექტორში საჭირო მარაგების მხოლოდ ნაწილი შედის და ადგილზე შექმნილი პირობების გამო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება თითქმის შეუძლებელია.
