ქართული თონე ევროპაში
თანამედროვე მსოფლიო მხოლოდ ქართული ღვინის შეცნობით არაა დაკავებული. ღვინოს, სუფთა ქართულად რომ მივუდგეთ, თონის პური ძალიან უხდება, ამიტომაც ახლა ჯერი ქართული კულინარიის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათზე: თონის პურზეა. თონე, ქართული კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმბოლოა. მისი სხვადასხვა სახეობა ვიცით: კახური, რაჭული, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ უკვე მოძრავი თონეც არსებობს. სწორედ ამ სიახლით საქართველო ბერლინში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა, როცა მსოფლიოს საკუთარ კულინარიასა და ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. თონის გადასატანი ვერსიის ავტორი ზაალ ყაველაშვილია, რომელმაც გერმანული აუდიტორია უკვე მოხიბლა და გზას სხვა ევროპული ქვეყნებისკენაც მიიკვლევს