ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, ის 60 წლის გახდებოდა. საქართველოს პარლამენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ჟვანიას ოჯახის წევრებთან ერთად, მოწვეული სტუმრები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. საღამოზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა, რომელიც მის მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა
