„ნაციონალურ მოძრაობას“ წევრები ტოვებენ
მელია წავიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალია, ყოველი შემთხვევისთვის ყოფილი თავმჯდომარისგან. მისი მომავალი გეგმები ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ამას ამ ეტაპზე ვინღა ჩივის, რადგან მთავარია, პირადად მისგან გავიგეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის. როგორც იქნა, დასრულდა ყოფილი თავმჯდომარის პარტიიდან გარიცხვა-არგარიცხვით გამოწვეული ერთგვარი ტანჯვა და რაღაც ახალი დაიწყო. მართალია ეს ახალი რა არის და როგორი იქნება, არავინ იცის, ერთადერთი ვინც იცის, რომ ამ პროცესით „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ ერთ პროცენტს მაინც დაკარგავს, მმართველი ძალაა. ოპოზიციის არასახარბიელო მონაცემების ფონზე თუნდაც ერთი პროცნტის დაკარგვა, კარგი საქმე ნადვილად ვერ არის, მით უმეტეს დიდი ამბიციებისა და მწირი შესაძლებლობის ფონზე

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები