ევროკავშირის გაფართოება - უნგრეთის გადაწყვეტილება
15 დეკემბრის გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენ არ ველით. ევროკავშირის ლიდერებმა სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელონ, განსაკუთრებით კი ამ პროცესში საყურადღებოა ევროკავშირსა და უნგრეთს შორის არსებული პოლემიკა. დასავლური პრესა, სულ უფრო მეტს წერს ამის შესახებ. ბრიტანული გარდიანიდან ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. უნგრეთმა შესაძლოა 10 მილიარდ ევროზე წვდომა მიიღოს. „გარდიანისვე“ ცნობით, თანხებზე წვდომას უნგრეთი არა უკრაინის საკითხზე „ორბანის“ მხრიდან შანტაჟის გამო, არამედ ბუდაპეშტის მიერ რეფორმების შესრულების გამო მიიღებს. ევროკავშირს უნგრეთის პრემიერთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ბრიუსელმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დაბლოკა იმ მიზეზით, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციით იყო უკმაყოფილო. გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ კი ირწმუნება, რომ ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია. პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია