განათლების მინისტრი მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამჯერად, მინისტრმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე
