„ჩვენი ჯარი“
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტებმა ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს
