ორბანის პოზიცია და ევროკავშირი
ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. უნგრეთმა შესაძლოა 10 მილიარდ ევროზე წვდომა მიიღოს. ამის შესახებ ბრიტანულმა „გარდიანმა“ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემის წყაროების განცხადებით, თანხებზე წვდომას უნგრეთი არა უკრაინის საკითხზე ორბანის მხრიდან შანტაჟის გამო, არამედ ბუდაპეშტის მიერ რეფორმების შესრულების გამო მიიღებს. ევრო კავშირს უნგრეთის პრემიერთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ბრიუსელმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დაბლოკა იმ მიზეზით, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციით იყო უკმაყოფილო. ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია. ამ შინაარსის სტატიას ,კი გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია
