დღეს „შავი ლომი“ ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო შეხვედრას გამართავს
დღეს „შავი ლომი“ ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკლუბო ტურნირზე, „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ