კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
თბილისის საკრებულოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მათი დახმარების უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო სერვისების უფრო ინტენსიურად გავრცელების საჭიროებაზე
