გაუქმებული ავიარეისები
ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა 10-მდე ავიარეისი, სტამბოლიდან, ანტალიიდან, ბაქოდან და მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. ღამის განმავლობაში შესრულდა რამდენიმე რეისი, მათ შორის ვარშავადან, მიუნხენიდან და დუბაიდან. ამ ეტაპზე ამინდი გაუმჯობესებულია და რეისები გეგმის მიხედვით სრულდება
