“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საჯარო სამსახურში სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან და სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება.
